საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში ბელარუსის ვიცე პრემიერს შეხვდა.
მიხეილ სააკაშვილმა და ანდრეი კობიაკოვმა საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობასა და განათლების სფეროში გაცვლით პროგრამებზე ისაუბრეს.
მიხეილ სააკაშვილმა საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა დებატების დროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ზაფხულში ბათუმს ბელარუსიდან გასულ წელს ბევრი დამსვენებელი ეწვია და სურვილი გამოთქვა, რომ მათი რიცხვი სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზარდოს.
ანდრეი კობიაკოვის თქმით, ბელარუსში ქართული ღვინო თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება და ის პოპულარობითაც სარგებლობს.