ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი ზურაბ ხარატიშვილი კომისიის წევრებს კოლეგიალობას უწუნებს.
როგორც კომისიის წევრებთან გამართული კოaნსულტაციების შემდეგ ხარატიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცესკოს 13-ვე წევრი ერთმანეთის მიმართ უფრო კოლეგიალური უნდა იყოს.
"ცესკოს მუშაობა ერთობლივი ძალებით უნდა წარიმართოს", - მიაჩნია კანდიდატს და აქვე განმარტავს, რომ კომისიის წევრებმა ერთობლივი ძალისხმევით უნდა იმუშაონ, რათა თვითმმართველობის არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს და ქართული საზოგადოება არჩევნების ჩატარების ობიექტურობით კამაყოფილი დარჩეს.
რაც შეეხება უშუალოდ კომისიის წევრებთან გამართულ კონსულტაციას, ხარატიშვილის თქმით, მას კომისიის წევრებმა ბევრი საინტერესო შეკითხვა დაუსვეს.
თავად კონკურენტებს კი, ხარატიშვილი "ღირსეულ მეტოქეებად" აფასებს.