გალერეა "ვაჩე" მხატვარ-გრაფიკოსის, მიხეილ აბრამიშვილის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს"აბრამიშვილმა განუცხადა, გამოფენაზე წარმოდგენილა ბოლო ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა თემაზე შესრულებული ნამუშევრები.
"წარმოვადგენე ბოლო ერთი წლის განმავლობაში შესრულებულ 20-მდე ნამუშევარი. ჟანრობრივად და თემატურად მრავალფეროვანი კომპოზიციები უმეტესად შერეული ტექნიკითაა შესრულებული და გამოირჩევა თავისებური მანერით", - განაცხადა აბრამიშვილმა.
გამოფენის გახსნას მრავალი დამთვალიერებელი და მხატვრის გულშემატკივარი ესწრებოდა.
"იგრძნობა ინდივიდუალური და განსაკუთრებული მანერის მქონე შემოქმედის ხელწერა, რაც ავტორის სტუდენტობის პერიოდშიც ჩანდა, თუმცა ახლა გამორჩეული და ჩამოყალიბებული მხატვრის გამოფენაზე ვიმყოფებით", - განაცხადა გამოფენის გახსნისას მხატვარმა ლორეტა შენგელიამ
"მიუხედავად კლასიკური მუსიკის, კერძოდ ვოკალის დაუფლებისა, რომელიც საკმაო დროსა და ენერგიას მოითხოვს, ვახერხებ და ვმუშაობ კვლავ ფერწერასა და გრაფიკაში. ეს პირველი პერსონალური გამოფენა ჩემთვის მოულოდნელი იყო, თუმცა ის დიდი ენერგიას მმატაებს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" აბრამიშვილმა.
ფერადი გრაფიკისთვის მხატვარი მრავალგვარ მასალას იყენებს (ტუში, აკვარელი, გუაში, პასტელი, ტიპოგრაფიული საღებავები და სხვა).
აბრამიშვილი ამჟამად სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ეუფლება ვოკალურ ხელოვნებას. აქვს საკმაოდ იშვიათი ხმა - კონტრატენორი და გამოფენებთან ერთად ხშირად მონაწილეობს კონცერტებშიც, ასრულებს ბაროკოს ეპოქის მუსიკალურ ნაწარმოებებს.
მიხეილ აბრამიშვილის პერსონალური გამოფენა 19 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.