უელსის "მასტერს 1000"-ის მამაკაცთა ერთეულთა ტურნირის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა სადაც, ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ასპარეზობას გამოეთიშა.
ნოვაკი, ტურნირზე მე-11 ნომრად განთესილ ჩოგბურთელთან, ჯონ ისნერთან სამ სეტში დამარცხდა, 6:7, 6:3, 6:7.
მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი დაუპირისპირდნენ. შევეიცარიელმა მეტოქე ადვილად, 6:3, 6:4 დაამარცხა და ფინალში ისნერს შეხვდება.