"მანჩესტერ სიტის" მეკარე, ჯო ჰარტი თვლის, რომ მისი თანაგუნდელი, მარიო ბალოტელი საუკეთესო პენალტისტია.
"ბალოტელი-საუკეთესო პენალტისტია მსოლიოში. ვარჯიშებზე, მისი დარტყმულის მოგერიება, ჩემთვის ყველაზე რთული დავალებაა. იგი დარტყმის დროს ბურთს არ უყურებს. თუ მეკარე არ მოძრაობს, მაშინ მარიო კუთხეში ურტყამს, ხოლო თუ მოძრაობს აუცილებლად მეკარის საპირისპირო მიმართულებით დაარტყამს. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ნაკრები გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან და ბალოტელის ჩემთვის პენალტის დარტყმის საშუალება მიეცემა, ეს ჩემთვის, ყველაზე რთულად გადასაწყვეტი ამოცანა იქნება,"-განაცხადა ჰარტმა.