ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 27 ტურის მატჩში, "ბარსელონამ" "სევილია" 2:0 დაამარცხა და მადრიდის "რეალთან" სხვაობა 7 ქულამდე შეამცირა.
სარეკორდო აღმოჩნდა სევილიასთან მატჩი ანდრეს ინიესტასთვის. "ბარსელონას" ზედიზედ 50 მატჩია არ წაუგია, ამ მატჩებიდან კი 42 მოიგო. სწორედ ამ თმაშებში მიიღო მონაწილეობა ინიესტამ.
ეს რეკორდი ანდრესამდე მადრიდის "რეალის" ლეგენდას, ემილიო ბუტრაგენიოს, ეკუთვნოდა, თუმცა შაბათს ინიესტამ ეს მიღწევა გაიმეორა და სავარაუდოდ შემდეგ ტურებში გააუმჯობესებს კიდეც.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს "ბარსა" ინიესტასთან ერთად გასული სეზონის საწყის ტურებში "ჰერკულესთან" დამარცხდა.