საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია, 18 მარტს 44 წლის გახდა.
ქეცბაია იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების, სოხუმისა და თბილისის "დინამოს," კვიპროსის ფამაგუსტას "ანორთოსისის," ათენის აეკ-ის, "ნიუკასლ იუნაიტედის," "ვულვერჰემპტონ უონდერერზისა" და შოტლანდიური "დანდის" ფორვარდი. მას მოპოვებული აქვს საქართველოსა და კვიპროსის ჩემპიონობა, საქართველოს, საბერძნეთისა და კვიპროსის თასები.
1990 წელს დაასახელეს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად. "ანორთოსისის" მთავარი მწვრთნელობისას გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. ქეცბაიას მეთაურობით "ანორთოსისმა" კვიპროსის ჩემპიონობა, თასი და სუპერთასი მოიპოვა.