ხვალ, 15 იანვარს 13:00 საათზე, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში, საქართველოში შიდა ტურიზმის სამომხმარებლო კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებას ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე ზაალ აბაზაძე გახსნის. ხოლო კვლევის პრეზენტაციას ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბექა ჯაყელი გააკეთებს.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, შიდა ტურიზმის ამ მასშტაბისა და ხასიათის კვლევა საქართველოში პირველი პრეცენდენტია და მას ტურისტულ ბიზნესით დაკავებული ადამიანებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რათა მათ სამომავლოდ თავიანთი მარკეტინგული სტრატეგია სწორად წარმართონ.
კვლევა სოციოლოგიური კვლევის ჯგუფმა BCG Research-მა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დაკვეთით ჩაატარა. კვლევა 2009 წლის 4 ნოემბრიდან 16 დეკემბრამდე მიმდინარეობდა, რომლის საფუძველძეც შიდა ტურისტული ბაზრის ტენდენციების შესწავლა განხორციელსდა.