ინგლისელმა ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ "ბოლტონის" ფეხბურთელი, ფაბრის მუამბა სიკვდილს გადაერჩინათ.
მუამბას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. როგორც
მედიკოსები აცხადებენ, მუამბას ოპერაციის დროს გული ოთხჯერ გაუჩერდა, თუმცა საბოლოოდ მას ძლიერი ორგანიზმი აღმოაჩნდა და სიკვდილსაც გადაურჩა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ლიგის თასის მატჩი "ტოტენჰემას" და"ბოლტონს" შორის მუამბას გამო გადაიდო. 42-ე წუთზე "ბოლტონის" ნახევარმცველი უგონოდ დაეცა მოედანზე და სუნთქვა შეწყვიტა. როგორც გაირკვა, მუამბას გული შეტევა ჰქონდა.