ნამდვილად ღირსებულმა გუნდმა გაიმარჯვა, - ასეთი შეფასება მისცა რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელმა ჯინგლ ჯონსმა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების დღევანდელ თამაშს, რომელიც თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
"ძალიან კარგად დავიწყეთ შეხვედრა, თუმცა შერკინებაში დავთმეთ პოზიციები და ამის გამო დავმარცხდით კიდეც. ნამდვილად ღირსებულმა გუნდმა გაიმარჯვა. საქართველოს მიმდინარე ერთა თასზე ძალიან ძლიერი მოთამაშეა. ალბათ სწორედ ამან და გულშემატკივართა აქტიურობამ გააპირობა ასეთი კატასტროფული სხვაობა", - განაცხადა ჯინგლ ჯონსმა
შეგახსენებთ, რომ რეს საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირების ისტორიაში, "ბორჯღალოსნებმა" მეტოქე რეკორდული სხვაობით - 46 ქულით დაამარცხეს - 46:0.