საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის ერთა თასის 2012 წლის გათამაშების მე-5 ტურში რუსეთის ნაკრები 46:0 დაამარცხეს.
ქართველებმა რუს მორაგბეებთან ექვსი ლელოს დადება მოახერხეს. თამაში თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. მომავალ მატჩს ქართველი მორაგბეები უკრაინის ნაკრებთან გამართავენ.
მატჩში ირაკლი მაჩხანელმა მესამე და მეექვსე ლელო დადო. პირველი და მეხუთე ლელო მამუკა გორგოძემ. მეოთხე - დათუნაშვილმა. გიორგი ჩხაიძემ კი - მე-2 ლელო გაიტანა.
საქართველოს ნაკრებმა დღევანდელი მატჩი შემდეგი შემადგენლობით ითამაშა. 5. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გივი ბერიშვილი 8. მამუკა გორგოძე.
სათადარიგოები: 16. რეზო ბელქანია, 17. დავით ხინჩაგიშვილი, 18. გიორგი ნემსაძე, 19. დიმიტრი ბასილაია, 20. გიორგი ბეგაძე, 21. ლაშა მალაღურაძე, 22. თედო ზიბზიბაძე. მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი.
რუსეთი: 15. იური კუშნარიოვი, 14. მიხაილ ბაბაევი, 13. სერგეი ტრიშინი, 12. ალექსეი მაკოვეცკი, 11. ანდრეი ოტროკოვი, 10. ანტონ რიაბოვი, 9. ალექსანდრ იანუშკინი. 1. ალექსეი ვოლკოვი, 2. ნაზარ გასანოვი, 3. ინოკენტი ზიკოვი, 4. დენის ანტონოვი, 5. კირილ კულემინი, 6. არტიომ ფატახოვი, 7. ანდრეი გარბუზოვი, 8. ვიქტორ გრესევი.
სათადარიგოები: 16. კირილ კოპეშკინი, 17. მაქსიმ სტურზა, 18. ვლადიმერ ბოლტენკოვი, 19. პაველ კვერნაძე, 20. ალექსანდრ შაკიროვი, 21. პაველ ბუტენკო, 22. დიმიტრი გერასიმოვი. მთავარი მწვრთნელი: კინგლსი ჯოუნზი. საქართველო-რუსეთის მატჩს ფრანგი მარიო სენარი მსაჯობდა.
დღევანდელ თამაშს ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოჯახთან ერთად; პრემიერი ნიკა გილაური, დედაქალაქის მერი გიგი უგულავა და საქართველოს მათვრობის სხვა წარმომადგენლები.