თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და რუსეთის გუნდებს შორის მატჩის მეორე ტაიმი ანგარიშით 46:0 დასრულდა. მეოთხმოცე წუთზე მეექვსე ლელო ირაკლი მაჩხანელმა დადო და ანგარიში გახდა 44:0 გახდა. შემდეგ ზუსტი გარდასახვა შეასრულა კვირიკაშილმა და ანგარიში გახდა 46:0
მეხუთე ლელო მამუკა გორგოძემ დადო; მეოთხე - დათუნაშვილმა. ირაკლი მაჩხანელმა მესამე ლელო დადო, ხოლო მერაბ კვირიკაშილმა ზუსტი გარდასახვა შეასრულა.
პირველი ტაიმი ანგარიშით 17:0 დასრულდა. პირველ ტაიმში მე-8 წუთზე, ანგარიში საჯარიმო დარტყმით მერაბ კვირიკაშვილმა გახსნა. 24-ე წუთზე, მამუკა გორგოძემ ლელო დადო, ხოლო გარდასახვა ზუსტად კვირიკაშვილმა შეასრულა. 32-ე წუთზე, გიორგი ჩხაიძემ მე-2 ლელო გაიტანა, გარდასახვა კი, კვლავ კვირიკაშვილმა გამოიყენა.