საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პირველი ლედი სანდრა რულოვსი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმყოფებიან და საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრების გულშემატკივრობენ.
თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და რუსეთის გუნდა შორის მატჩის მეორე ტაიმი მიმდიბარეობს.
მეორე ტაიმის პირველივე წუთებზე ანგარიში გახდა 27:0. ირაკლი მაჩხანელმა მესამე ლელო დადო, ხოლო მერაბ კვირიკაშილმა ზუსტი გარდასახვა შეასრულა.
17:0 დასრულდა საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებისა და რუსეთის გუნდა შორის თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული შხვედრის პირველი ტაიმი.
პირველ ტაიმში მე-8 წუთზე, ანგარიში საჯარიმო დარტყმით მერაბ კვირიკაშვილმა გახსნა. 24-ე წუთზე, მამუკა გორგოძემ ლელო დადო, ხოლო გარდასახვა ზუსტად კვირიკაშვილმა შეასრულა. 32-ე წუთზე, გიორგი ჩხაიძემ მე-2 ლელო გაიტანა, გარდასახვა კი, კვლავ კვირიკაშვილმა გამოიყენა.