დღეს, 17 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთის გუნდს დაუპირისპირდება.
რაგბის კავშირმა ქართველი გულშემატკივრისთვის განცხადება გააკეთა.
"სტადიონზე მისულ გულშემატკივარს "ლოკომოტივის" სტადიონის თითოეულ სკამზე დაგხვდებათ წითლი და თეთრი ფერის A3 ზომის ფურცლები, რომლებიც გთხოვთ აწიოთ ყველამ მაღლა მაშინ, როდესაც ჩვენი ნაკრები დაიწყებს გამოსვლას და ვეტერანი მორაგბის, ბატონ გურამ მოდებაძის ხსოვნასთან დაკავშირებით,წუთიერი დუმილის შემდეგ. ასევე მოგიწოდებთ, რომ ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი", - ნათქვამია განცხადებაში.