საქართველოდან ევროპაში ე.წ. ლიკვიდური გაზის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ახალი პროექტი მუშავდება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულის შესახებ ოფიციალურად პირველად დღეს, ბათუმში, ენერგეტიკულ კონფერენციაზე გაჟღერდება.
"მალე ჩვენ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად დავიწყებთ კიდევ ახალ, ალტერნატიულ და დამატებით პროექტზე მუშაობას, რომელიც ე.წ. ლიკვიდური გაზის საქართველოდან ევროპაში ტრანსპორტირებას გულისხმობს", - განაცხადა გილაურმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთში ბათუმში ენერგეტიკული სამიტი გაიხსნება, რომელსაც ბულგარეთის, ყაზახეთის, თურქმენეთის, თურქეთის, ლიტვის, რუმინეთის, ბელორუსის, უკრაინის, აზერბაიჯანის და ევროკავშირის დელეგაციები ესწრებიან.
კონფერენცია, რომელიც სასტუმრო "შერატონში" 13:30 საათზე დაიწყება, ნიკა გილაური გახსნის.
კონფერენცია სამხრეთ კორიდორს და ახალ სატრანზიტო გზებზე საუბარს მიეძღვნება, რომლითაც შესაძლებელი იქნება კასპიისპირა ნავთობისა და გაზის მიწოდება ევროპისთვის.