ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან თარხნიშვილი უკრაინიდან თბილისში უკვე დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ ცესკო-ში სხდომა, რომელზეც თავმჯდომარის არჩევა უნდა მოხდეს, დღეს 16:00 საათზეა დანიშნული.
იქამდე კი, კომისიის წევრები კანდიდატებთან კონსულტაციებს გამართავენ, მათ შორის რამდენიმე საათში ლევან თარხნიშვილსაც შეხვდებიან. კანდიდატები კომისიის წევრებს იმ გეგმას გააცნობენ, რომლითაც ისინი ამ პოსტზე არჩევის შემთხვევაში იხელმძღვანელებენ.
"გეგმები იგივეა, რაც ცესკო-ში ჩემი თავმჯდომარეობის დროს იყოს. ესენია მაქსიმალური გამჭვირვალობა, მაქსიმალური დემოკრატია, მაქსიმალურად მოქნილი სისტემის შექმნა, რომელიც სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას მოგვცემს", - განუცხადა თბილისში დაბრუნებულმა თარხნიშვილმა ჟურნალისტებს.
როგორც ცნობილია, ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე და ამ პოსტზე მეორედ დასახელებული კანდიდატი ლევან თარხნიშვილი უკრაინაში ქართველ დამკვირვებელთა ჯგუფს ხელმძღვანელობს.