საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორედ დაამარცხა ლუქსემბურგი, ამჯერად, მინიმალური სხვაობით. ვასილ მაისურაძის გუნდმა რამდენიმე დღის წინ 6:0 მოუგო ლუქსემბურგს, ახლა კი 1:0 იმარჯვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა დავით ჯიქიამ, რომელმაც წინა თამაშში ჰეთ-თრიკი შეასრულა.
გუნდი 17 მარტს თბილისში დაბრუნდება და აქ გააგრძელებს ევროპის ჩემპიონატის ელიტარული შესარჩევი ტურნირისთვის მზადებას, რომელიც 26-31 მარტს თბილისში გაიმართება. გუნდის ამოცანაა ამ ტურნირზე ოთხ გუნდს შორის (ესპანეთი, ინგლისი, უკრაინა) პირველი ადგილის დაკავება და ევროპის ჩემპიონატზე თამაში.