ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა, სადაც მეოთხედფინალში გასული გუნდები დაწყვილდნენ: „აპოელი"-„რეალი", „მილანი"-„ბარსელონა", „მარსელი"-„ ბაიერნი" და „ბენფიკა"-„ჩელსი". პირველი მატჩები 27-28 მარტს გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრები, 3-4 აპრილს. ყველაზე დიდ ყურადღებას „მილანის" და „ბარსელონას" დაპირისპირება იწვევს. ეს გუნდები წლევანდელი ჩმეპიონთა ლიგის სეზონში ერთ ჯგუფში იყვნენ. მათი დაპირისპირება „ნოუ კამპზე" 2:2 დასრულდა, ხოლო „სან სიროზე" „ბარსამ" იმარჯვა 3:2.
მასალის გამოყენების პირობები