სამხრეთ კორეის ნაკრების 29 წლის ფეხბურთელი, ჩოი სუნგ-კოკი პროფესიულ დონეზე ვეღარ ითამაშებს: „ფიფამ" კორეელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა. მიზეზი გარიგებული მატჩების ორგანიზებაა. აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელი არა მხოლოდ მონაწილეობდა "ჩაწყობილ" თამაშებში, არამედ ერთ-ერთი მოთავეც გახლდათ ამ საქმეში. ჩოი სუნგ-კოკი აქტიურად თანამშრომლობდა ბუკმეკერებთან.
გარდა პროფესიულ დონეზე ფეხბურთიდან მოკვეტისა, კორეელს 10-თვიანი პირობითი სასჯელიც მისცეს.
ჩოი სუნგ-კოკს სამხრეთკორეის ეროვნულ ნაკრებში 26 მატჩი აქვს ჩატარებულიდა 2 გოლი გატანილი.