ცესკო-ში "ლეიბორისტების", "კონსერვატორებისა" და "რესპუბლიკელების" წარმომადგენლები კომისიის თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
აღნიშნულმა პარტიებმა შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე ოფიციალურად გამოაცხადეს. რაც შეეხებათ ცესკო-ში ოპოზიციური კვოტით არსებულ კიდევ სამი პარტიის: "ქრისტიან-დემოკრატების", მრწეველებისა და "ჩვენ თვითონ"-ის წარმომადგენლებს, ისინი მზად არიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თავად გამოავლინონ.
თუმცა, საარჩევნო კანონის შესაბამისად, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევისთვის საჭიროა კანდადატმა 6 ოპოზიციონერი წარმომადგენლისგან ხმათა უმრავლესობა, მინიმუმ 4 ხმა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და კომისიის ხელმძღვანელს უკვე დეპუტატები გამოავლენენ.
აღსანიშნავია, რომ ცესკო-ს სხდომა, რომელზეც თავმჯდომარის არჩევის კენჭისყრა ჩატარდება, დღეს 16:00 საათისთვისაა ჩანიშნული. იქამდე კი, კომისიის წევრები თავმჯდომარეობის კანდიდატებთან კონსულტაციებს გამართავენ. ამ წუთებში ცესკო-ს წევრები შეხვედრას ოთარ სიჭინავასთან მართავენ. ერთი საათის შემდეგ კი, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ზურაბ ხარატიშვილს ელოდებიან.