მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე,17 მარტს საქართველოს მორგბეთა ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება. რაგბის კავშირმა ქართველი გულშემატკივრისთვის განცხადაება გააკეთა.
„სტადიონზე მისულ გულშემატკივარს "ლოკომოტივის" სტადიონის თითოეულ სკამზე დაგხვდებათ წითლი და თეთრი ფერის A3 ზომის ფურცლები, რომლებიც გთხოვთ აწიოთ ყველამ მაღლა მაშინ, როდესაც ჩვენი ნაკრები დაიწყებს გამოსვლას და ვეტერანი მორაგბის, ბატონ გურამ მოდებაძის ხსოვნასთან დაკავშირებით,წუთიერი დუმილის შემდეგ. ასევე მოგიწოდებთ, რომ ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი,"-ნათქვამია განცხადებაში.