საქართველოში რუსეთის მორაგბეთა ნაკრები ჩამოვიდა. დღეს 11:00 საათზე, რუსეთის ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვარჯიშს გამართავს, ხოლო 15:00 საატზე კაპიტნების ვარჯიში იგეგმება.
16:15 საათზე სტადიონის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი მატჩის წინა პრესკონფერენციას გამართავს.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუსეთის ევროპის ერთა თასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყრბულია. ბილეთის შეძენა შესაძლებელია მიხეილ მესხის სახელობისა და ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამოს" სტადიონების სალაროებში, ასევე საქართველოს რაგბის კავშირის ოფისში. ბილეთის ფასი 5 და 10 ლარი იქნება. თამაშის დღეს, 17 მარტს, ბილეთების გაყიდვა მოხდება მხოლოდ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. ბილეთები დაუნომრავია.
მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის გაიმართება 17 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, დასაწყისი 15:00 საათზე.