16 მარტს, 19:45 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება ერთმოქმედებიანი ბალეტების საღამო ნინო ანანიაშვილის მონაწილეობით.
პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში საბალეტო დასი მაყურებელს შესთავაზებს ესტონელი ქორეოგრაფის ტეეტ კასკის ერთმოქმედიანი ბალეტის Tampopo-ს პრემიერას. სპექტაკლში მთავარ პარტიას, საბალეტო დასის სოლისტებთან ერთად, ანანიაშვილი შეასრულებს.
პროგრამაშია ასევე ფრედერიკ ესტონის ბალეტი "მარგარიტა და არმანი" და იური პოსოხოვის მიერ ქართულ მელოდიებზე შემნილი ბალეტი "საგალობელი".
საიუბილეო ღონისძიებები საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.