16 მარტს, 18:00 საათზე, თბილისის გოეთეს ინსტიტუტის კაფეში რეჟისორ დორის დორიეს მხატვრული ფილმი "ალუბლის ყვავილი - ჰანამი" იქნება ნაჩვენები.
ფილმი მოგვითხრობს ორი ადამიანის სიყვარულზე, რომლებიც სიკვდილმა დააშორა და მხოლოდ ამის შემდეგ იპოვეს ერთმანეთი.
ფილმი პროექტის - "გერმანული ფილმების ორიგინალი ვერსია ინგლისური ტიტრებით" - ფარგლებში იქნება ნაჩვენები.
დასწრება თავისუფალია.