16 მარტს, 18:00 საათზე, "ახალ გალერეაში" მხატვარ მერაბ აბრამიშვილის გამოფენა გაიხსნება. გამოფენა მხატვრის 55 წლის იუბილეს ეძღვნება.
ექსპოზიციაზე ოჯახსა და კერძო კოლექციებში დაცული 40-მდე ფერწერული ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.
აბრამიშვილი თავის ნამუშევრებში აღადგენს მისთვის პრიორიტეტულ ინფორმაციას,რომელიც უნივერსალურ რელიგიურ თუ ადამიანურ ფასეულობებს უკავშირდება: გმირობისა და მსხვერპლის, სიკვდილისა და სიცოცხლის ცნებებს.
მხატვარი მერაბ აბრამიშვილი მოღვაწეობდა 1957-2006 წლებში.
გამოფენა "ახალ გალერეაში" 6 აპრილამდე გაგრძელდება.