16 მარტს, 18:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორის მცირე დარბაზში კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართება.
კამერული მუსიკის კონცერტში მონაწილეობენ ნატალია ქუთათელაძე და ნინო ლაკვეხელიანი. კონცერტმაისტერია ნინო წულუკიძე. პროგრამაშია დასავლეთ ევროპელი და რუსი კომპოზიტორების ნაწარმოებები.
დასწრება თავისუფალია.