კახეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაო გაზაფხულზე დაიწყება.
რეაბილიტაცია ითვალისწინებს ალავერდის, ახალი და ძველი შუამთის, ბოდბეს მონასტრის, დავით გარეჯის ლავრის, იყალთოს აკადემიის, ნინოწმინდას დედათა მონასტერის, გურჯაანის ყველაწმინდის, ხირსის მამათა მონასტრის, უჯარმის ციხის, თელავში ბატონის სასახლის და შუამთის სარეკრეაციო ზონის არქტიტექტურის, არსებული ლანდშაფტისა და რელიეფის გათვალისწნებით, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.
მიმდინარე წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი იქნება სოფელ დართლოს რეაბილიტაციის და გადარჩენის პროგრამა. პროექტი გულისხმობს, ერთი მხრივ, დართლოს სრულ რეაბილიტაციას, მისი ისტორიული და უძველესი არქიტექურის შენარჩუნებას და, მეორე მხრივ, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. დართლშო ისტორიული ნაგებობები ტრადიციული მასალით და მშენებლობის უძველესი მეთოდით განხორციელდება. სოფელში მოეწყობა კანალიზაცია და მოხდება დართლოს ელექტროფიკაცია. 2013 წელს დაგეგმილია დართლომდე მისასვლელი გზის კეთილიმოწყობაც.
პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.