"ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას მტკიცებით, ზურაბ ჭიაბერაშვილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად პრეზიდენტის პირადი ერთგულების გამო დაინიშნა.
როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, პრეზიდენტს ურუშაძე პროფესიონალიზმის გამო არ მოსწონდა.
,,ურუშაძე ერთ-ერთი კორექტული მინისტრია, რომელიც ოპოზიციასთან თანამშრომლობდა, პრეზიდენტს კი მცოდნე ხალხი არ მოსწონს, რადგან ის ეტყვის, რომ რაღაც ასე არ შეიძლება. მინისტრები, ძირითადად პრეზიდენტისთვის უკანონო ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურებიან. მას შემდეგ რაც სააკაშვილმა 2003 წელს უკანონოდ მიიტაცა ძალაუფლება, არჩევნები ჭიაბერაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა. ეს სრულიად უკანონო და გაყალბებული არჩევნები იყო. სწორედ ამ პირადი ერთგულების გამო დაინიშნა ჭიაბერაშვილი დღეს მინისტრად"- განაცხადა ბაღათურიამ და დასძინა, რომ როგორც ვერა ქობალიას ეკონომიკასთან და შაშკინს -- განათლებასთან არაფერი აქვთ საერთო, ისე არაფერი აკავშირებს ჯანდაცვასთან ზურაბ ჭიაბერაშვილს.
დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა შვეიცარიასა და ლიხტენშტეინში, ზურაბ ჭიაბერაშვილმა შეცვალა.