საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, ზურაბ ჭიაბერაშვილის დანიშვნა ჯანდაცვის სფეროში ახალი ეტაპის დაწყებას უკავშირდება. ამის შესახებ, უმრავლესობის წევრმა გიგი წერეთელმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძის დიპლომატ ზურაბ ჭიაბერაშვილით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის უწყებამ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი სოციალური გადაწყვეტილებები მიიღო და ახლა დღის წესრიგში ახალი ამოცენები დგას.
,,ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა, სადაზვევო სისტემის სრულყოფა - სოციალურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იყო. ეს ეტაპები დასრულდა და ახალი ამოცენები იწყება. მიღებულია გადაწვეტილება, რომ ეს მიმართულებები თბილისში კიდევ უფრო გაძლიერდეს და ურუშაძე სწორედ ამას გააკეთებს. რაც შეეხება ზურაბ ჭიაბერაშვილს, იგი შვეიცარიაში საქართველოს ელჩი იყოს, წარმომადგენდა საქართველოს რამდენიმე საეთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში და სხვა საერთაშორისო სააგენტოში, რომელთა ერთ-ერთი მიმართულებაც ჯანდაცვაა. მან ეფექტურად იმუშავა ასევე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დროს და კარგი გამოცდილება დააგროვა როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით, როცა თბილისის მერი იყო~, - აღნიშნა წერეთელმა.
დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა შვეიცარიასა და ლიხტენშტეინში, ზურაბ ჭიაბერაშვილმა შეცვალა.