"ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტმა ფრანც ბეკენბაუერმა გერმანულ პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ მთავარი მეტოქეები, რომლებსაც ლიგის ფინალამდე არ ისურვებდა, "ბარსელონა" და "რეალი" არიან.
"„ბაიერნის" ახლანდელი სათამაშო ფორმა, "ბარსელონასა" და "რეალის" გარდა, ნებისმიერი მეტოქის დამარცხების საშუალებას მოგვცემს. იმედი მაქვს, მეოთხედფინალში არც ერთ მათგანს არ დავუპირისპირდებით. „ბაიერნმა" გერმანული ფეხბურთი სირცხვილისგან იხსნა. მერვედფინალში რომ ჩავრჩენილიყავით, ეს მთელი ქვეყნისთვის კატასტროფა იქნებოდა" - განაცხადა ბეკენბაუერმა.