ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტთა რიცხვს კიდევ ორი გუნდი დაემატა: ლონდონის „ჩელსი" და მადრიდის „რეალი". განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევდა მატჩი ლონდონში, სადაც ადგილობრივი გუნდი „ნაპოლის" მასპინძლობდა. პიველი მატჩი იტალიელების გამარჯვებით, 3:1 დამთავრდა დაინგლისელები რთული ამოცანის წინაშე იდგნენ.
მატჩი „ჩელსის" შეტევებით დაიწყო, თუმცა სტუმრები სახიფათო კონტრშეტევებს ახორცილებდნენ და ბევრ პრობლემას უქმნიდნენ დაცვას. 28-ე წუთზე კარგად ითამაშა რამირესმა და მისი ჩატოდების შემდეგ თავური დარტყმით, დიდი დროგბამ ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმის დებიუტში ანგარიში უკვე 2:0 გახდა: „ჩელსის" კაპიტანმა ჯონ ტერიმ, ლამპარდის ჩაწოდების შემდეგ გოლი გაიტანა. რამდენიმე წუთის შემდეგ საჯარიმოს გარეთ კარგად ითამაშა ინლერმა და შორეული დარტყმით ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა, 2:1. 75-ე წუთზე „ნაპოლის" საჯარიმოში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და ლამპარდმა მესამე გოლი გაიტანა და ორი მატჩის ჯამში საყაიმო ანგარიში დააფიქსირა, 4:4. დაინიშნა დამატებითი ტაიმები, სადაც უკეთ ითამაშა „ჩელსიმ" და 105-ე წუთზე ივანოვიჩმა კიდევ ერტი გოლი გაიტანა. საბოლოოდ, 5:4 და „არისტოკრატები" მეოთხედფინალში ითმაშებენ.
მეორე მერვედფინალური შეხვედრა მადრიდში გაიმართს, სადაც „რეალი" მოსკოვის „ცსკა"-ს მასპინძლობდა. ესპანელებმა ადვილად, 4:1, დაამარცხეს მეტოქე. პირველი გოლი ლამაზი კომბინაციის შემდეგ იგუაინმა გაიტანა და ტაიმი „რეალმა" მინიმალური სხვაობით მოიგო. მეორე ტაიმის დაწყებიდან ათ წუთში, „ცსკა"-ს მეკარის შემცდომის წყალობით, რონალდომ მეორე გოლი გაიტანა. 70-ე წუთზე ბენზემამ მესამე გოლი გაიტანა და მატჩში ინტრიგა მოსპო. რამოდენიმე წუთში, ტოშიცმა მოხდენილი დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა. დამატებულ წუთებზე , ბენზემას კარგი გადაცემის შემდეგ, რონალდომ დუბლი გაიფომა.
ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა ცნობილია : „აპოელი", „ბარსელონა", „მილანი", „ბენფიკა", „მარსელი", „რეალი", „ჩელსი" და „ბაიერნი". მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის კენჭისყრა პარასკევს გაიმართება.