მახაჩკალის „ანჟის" დირექტორმა, რობერტო კარლოსმა, განაცხადა, რომ, როდესაც ლიონელ მესი და კრისტიანო რონალდო, თავიანთ კლუბებში თამაშს დაასრულებენ, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს ორი ფეხბურთელი დაღესტანში სათამაშოდ გადაიბირონ.
„მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ კონტრაქტის ვადები ამოეწურებათ კლუბებთან, ჩვენ შევეცდებით, რუსეთში თამაში შევთავაზოთ. მესი ამ დროისთვის საუკეთესოა მსოფლიოში, თუმცა მას არც რონალდო ჩამორჩება. ისინი უბრალოდ შესანიშნავი ფეხბურთელები არიან და არ მინდა მათი ერთმანეთთან შედარება,"-განაცხადა კარლოსმა.