ინგლისის პრემიერლიგაში, 13 მარტს, ერთი გადადებული მატჩი გაიმართა. „ენფილდზე" „ლივერპული" თანაქალაქელ „ევერტონს" დაუპირისპირდა და სტივენ ჟერარდის ჰეთ-თრიკის წყალობით ადვილად დაამარცხა მეტოქე.
მატჩი „ლივერულის" სრული უპირატესობით წარიმართა. 34-ე წუთზე ცუდად ითამაშეს „ევერტონის" მცელებმა, რითიც ჟერარდმა ისარგებლა და მეკარე ჰოვარდს ბურთი თავზე გადუგდო. მეორე ტაიმის დებიუტში, კიდევ ერთხელ კარგად ითამაშა მასპინძელთა კაპიტანმა და უპირატესობა ორამდე გაზარდა. დამატებულ წუთებზე ჟერარდმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 3:0 დააფიქსირა. ამ გამარჯვებით „ლივერპული" მე-7 ადგილზე დარჩა და კიდევ უფრო მიუახლოვდა ჩემპიონთა ლიგის საგზურის ზონას.