ჩემპიონთა ლიგაში მეოთხედფინალისტთა რიცხვს „მარსელი" და „ბაიერნი" დაემატა. 13 მარტს, ჩემპიონთა ლიგის, ორი განმეორებით მატჩი გაიმართა. იტალიაში „ინტერი" „მარსელს" მაპსინძლობდა. მათი პირველი შეხვედრა, ფრანგების გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. განმეორებით მატჩი „ნერაძურის" ორბურთიანი სხვაობით გამარჯვება მართებდა, რათა მორიგი ეტაპის საგზური მოეპოვებინა. მატჩის პირველი ნახევარი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა, თუმცა „ინტერის" ფეხბურთელებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. მეორე ტაიმში, მასპინძლებმა შეტევები გააძლიერეს და 75-ე წუთზე დიეგო მილიტომ ანგარიში გახსნა. ყველაფერი იმისკენ მიდიოდა, რომ დამატებითი დროის დანიშვნა გახდებოდა საჭირო, წყვილში უძლიერესის გამოსავლენად, მაგრამ 90-ე წუთზე ბრანდაომ ანგარიში გაათანაბრა და „ინტერს", მეოთხედფინალში გასვლის მიზერული შანსი დაუტოვა. დამატებულ წუთებზე, პაცინიმ პენალტით კვლავ წინ გაიყვანა „ინტერი", მაგრამ მატჩის ძირითადი დრო ამოიწურა და სტუმრად გატანილი გოლის წყალობით, „მარსელი" შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მეორე განმეორებითი შეხვედრა მიუნხენში გაიმართა, სადაც „ბაიერნი" „ბაზელს" მასპინძლობდა. პირველი შეხვედრა შვეიცარიელების გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. მასპინძელმა გუნდმა ნამდვილი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა „ბაზელს" და 7 უპასუხო გოლი გაუტანეს. პოკერი გაიფორმა გომესმა, დუბლი არიენ რობენმა, ხოლო ერთი გოლი მიულერმა გაიტანა.
დარჩენილი განმეორებითი მატჩები დღეს გაიმართება: „ჩელსი" „ნაპოლის" უმასპინძლებს, ხოლო მადრიდის „რეალი" მოსკოვის „ცსკა"-ს.