ლუქსემბურგში მყოფმა საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა პირველ ტესტ-მატჩი გამართა და ადგილობრივი თანატოლები დამაჯერებლად,6:0 დაამარცხეს.
ანგარიში მე-10 წუთზე ნიკა ახვლედიანმა გახსნა, ვანო წილოსანის პასით. 38-ე წუთიდან კი, უკვე დავით ჯიქიას ჯერი დადგა, რომელმაც თავისი წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა და საქართველოს ნაკრებმა ტაიმი 2:0 მოიგო.
ჯიქიამ მეტოქის რბევა მეორე ტაიმიდან განაგრძო და ჯერ 46-ე წუთზე გაზარდა ანგარიში სამამდე, შემდეგ კი, 52-ე წუთზე ჰეთ-თრიქი შეასრულა.
მატჩში წერტილი ალეკო მზევაშვილმა დასვა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა 64-ე და 65-ე წუთებზე დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში - 6:0 დააფიქსირა.
მეორე ტესტ-მატჩს საქართველოს ნაკრები 15 მარტს გამართავს.