საქართველო-რუსეთის ევროპის ერთა თასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო.
ბილეთის შეძენა შესაძლებელია მიხეილ მესხის სახელობისა და ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამოს" სტადიონების სალაროებში, ასევე საქართველოს რაგბის კავშირის ოფისში. ბილეთის ფასი 5 და 10 ლარი იქნება. თამაშის დღეს, 17 მარტს, ბილეთების გაყიდვა მოხდება მხოლოდ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. ბილეთები დაუნომრავია.
შეგახსენებთ, რომ მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის გაიმართება 17 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, დასაწყისი 15:00 საათზე.