14 მარტს,18:00 საათზე ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მცირე დარბაზში კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობენ სოპრანო მარიამ ტურაშვილი, ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი სულხან გველესიანი და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი მამუკა ლომიძე. ხელმძღვანელი თენგიზ მუშკუდიანი, კონცერტმაისტერი მარინა მეტრეველი.
პროგრამაშია ვერდი, მასნე, ბიზე ფორე, სენ-სანსი და პულენკი.
კონცერტზე დასწრება თავისუფალია.