საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა გიორგი შერმადინმა იტალიის „ლეგა ბასკეტის" ყველა ვარსკვლავის შეხვედრაში ითამაშა და 10 წუთში 6 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა.
იტალიის საკალათბურთო ლიგის წლევანდელ ოლ სტარში ერთმანეთს იტალიელი და უცხოელი კალათბურთელებისგან შემგდარი გუნდები დაუპირისპირდნენ და შეხვედრა იტალიელებმა 95:91 მოიგეს.
შერმადინი სათადარიგოთა შორის იყო, ლეგიონერთა სასტარტო ხუთეული კი მთლიანად ამერიკელებმა დააკომპლექტეს.
იტალიის შარშანდელ ოლ სტარში ნათამაშები აქვს მეორე ქართველ კალათბურთელს ვიქტორ სანიკიძეს, რომელიც წელს უცხოელთა 12-ვარსკვლავიან გუნდში აღარ შეიყვანეს მიუხედავად იმისა, რომ მისი სტატისტიკა წინა სეზონთან შედარებით გაორმაგებულია და სანიკიძე სეზონის საუკეთესო მოთამაშეობის კანდიდატია.