საპარალამენტო კულუარებში ცესკოს თავმჯდომარედ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი სამი კანდიდატიდან ოთარ სიჭინავას დანიშვნაზე საუბრობენ. როგორც საპარალმენტო კულუარებში ამბობენ, პრეზიდენტმა არჩევანი სწორედ მის სასარეგბლოდ შეაჩერა და ცესკოს თავმჯდომარე სწორედ ოთარ სიჭინავა გახდება.
როგორც ამბობენ, სიჭინავა არის სააკაშვილის ბავშვობის მეგობარი. ისინი ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ. სიჭინავას მიიჩნევენ პოლიტიკურად ანგაჟირებულადაც და ამის ერთ-ერთ მაგალითად სახელდება ის, რომ ბურჯანაძის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წინააღმდეგ სწორედ სიჭინავას ჰქონდა მიწერილი.