კლასიკური მუსიკის ევროვიზიის 2012 წლის საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს პირველად ლიზი რამიშვილი წარადგენს.
ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ფინალურ ტურში ექვსი ახალგაზრდა მუსიკოსი მონაწილეობდა. ცნობილი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები კონკურსანტებმა თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულეს, რომელსაც ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა.
ჟიურის გადაწყვეტილება მაყურებელს კულტურის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ გააცნეს. ევროვიზიის ფინალური კონცერტი პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
კლასიკური მუსიკის ევროვიზიის კონკურსს მაისში ვენა უმასპინძლებს.