ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა, "ევერტონთან" გამართული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ განცდილი მარცხი დაუმსახურებელი იყო.
"როგორ წავაგეთ დღევანდელი შეხვედრა, ჩემთვის დაუჯერებელია. მეორე ტაიმში ევერტონის ფეხბურთელები, ჩევნს ნახევარზე საერთოდ არ გადმოსულან. მათი სახიფათო მომენტის შექმნაც ვერ მოახერხეს,"-განაცხადა რედნეპმა.
"ევერტონს პირველ ტაიმშიც ნაკლებად ჰქონდათ მომენტები და აქედან ერთ-ერთი გოლით დასრულდა ჩვენს კარში. ბოლო წუთებზე, ჩვენს მიერ შექმნილ მომენტში მეტოქის კართან, 100 შემთხვევაში 99-ჯერ გოლი გავიდოდა, მაგრამ სწორედ ის ერთი აღმოჩნდა ჩვენთვის წარუმატებელი,"-დაარულა რედნაპმა.
აღნიშნული შეხვედრა "ევერტონის" მინიმალური გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.