16 და 17 მარტს კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში თემურ ჩხეიძის "მარიამ სტიუარტი" იქნება წარმოდგენილი. სპექტაკლს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გიორგი ტოვსტონოგოვის თეატრალური დასი წარმოადგენს.
მარიამ სტიუარტის იდუმალებით მოცულ ცხოვრებას სულ სხავდასხვანაირად ასახავენ და ხსნიან. იშვიათად მოიძებნება ისტორიაში ქალი,რომლის ცხოვრებაზე ასეთი მდიდარი ლიტერატურა დრამები,რომანები,ბიოგრაფია შექმნილიყო. ხან მკვლელად გამოჰყავთ, ხან წმინდანად და ხანაც უჭკუო ინტრიგანად. მისი ცხოვრება აღელვებდა მწერლებს, იპყრობდა მეცნიერთა ყურადღებას და დღემდე საოცარ ინტერესს აღძრავს.
პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრი 1919 წლის თებერვალში გაიხსნა შილერის ტრაგედიით "დონ კარლოსი". თეატრის სცენაზე შედევრებს ქმნიდნენ სხვადასხვა დროის უდიდესი მსახიობები, რეჟსორები და მხატვრები. თეატრის ოქროს ხანა დაკავშირებულია მე-20 საუკუნის უდიდეს რეჟისორთან, გიორგი ტოვსტონოგოვთან, რომელიც 33 წელიწადს მართავდა თეატრს. ხოლო 2007 წლიდან დღემდე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი რეჟისორი თემურ ჩხეიძე.
პროექტი განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიისა და მარჯანიშვილის თეატრის მხარდაჭერით.