დღეს, 11 მარტს, 20:00 საათზე, დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი წარდგება პროექტით - "ალექსანდრე ბასილაია - ზღაპარი სიყვარულისა". საღამო ეძღვნება ალექსანდრე ბასილაიას ხსოვნას.
კონცერტზე კამერული ორკესტრისა და მუსიკალური ბენდის აკომპანიმენტით შესრულდება ალქსანდრე ბასილაიას სიმღერების ახალი ვერსიები და კომპოზიციები. პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელია მუსიკოსი და დირიჟორი დავით მაზანაშვილი.
ეს არის ნოდიკო ტატიშვილის პირველი სოლოკონცერტი. საღამოში მონაწილეობას ქართული ესტრადის ახალგაზრდა თაობის ცნობილი მომღერლებიც მიიღებენ, რომლებთან ერთადაც შესრულდება ბასილაიას ცნობილი დუეტები.
პროექტის წარმდგენია ქალაქ თბილისის მერია.
ქართველი კომპოზიტორი, ანსამბლ ივერიის სამხატვრო ხელმძღვანელი ალექსანდრე ბასილაია მოღვაწეობდა 1942-2009წლებში. იყო საქართველოს სახალხო არტისტი (1987 წ). მას ეკუთვნის არაერთი ცნობილი ქართული საესტრადო სიმღერა, ქართული კინოსა და მულტიპლიკაციური ფილმებისთვის შექმნილი მუსიკა. 1968 წლიდან ანსამბლ "ივერიის" ხელმძღვანელი და სოლისტი იყო.