10 მარტს, 19:00 საათზე (თბილისის დროით) ლუდის ბარებში: "ანგარი" და "სკარლეტ სეილს" (შავთელის ქ. #20 და ლესელიძის ქ. #25) ნატახტარის ორგანიზებით გაიმართება საქართველოს ნაკრების ევროპის ერთა თასის მეოთხე შერკინების ერთობლივი ყურება. ერთმანეთს ხვდებიან საქართველოსა და რუმინეთის ეროვნული ნაკრებები. ღონისძიებას, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ქართველი გულშემატკივრები და სპორტის ქომაგები დაესწრებიან.
თამაშის დაწყებამდე და შესვენებისას, სტუმრებისთვის გაიმართება სხვადასხვა ტიპის გასართობი ღონისძიებები. ჩატარდება შეჯიბრება ლუდის სმაში, რომლის გამარჯვებულებიც ნატახტარის მიერ დაწესებულ პრიზს მიიღებენ. ნატახტარისა და ეროვნული ნაკრების სიმბოლიკით გაფორმებული სპეციალური მაისურები კი ყველაზე აქტიურ ქომაგებს დაურიგდებათ.