თბილისის მერია მაია დარსმელიძეს ახალი პროექტით "მაობენდ" წარმოადგენს. მერიის ინფორმაციით, 10 მარტს, 21:00 საათზე, ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში მაია დარსმელიძის კონცერტი გაიმართება.
კონცერტი მაია დარსმელიძის მოღვაწეობის 20 წლის იუბილეს ეძღვნება. კონცერტი შესრულდება ე. მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი.