ხვალ, 10 მარტს, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნება გამოფენა "მუსლიმი ქართველები".
გამოფენა საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის, თურქეთთან მეგობრობის ასოციაციის, ინტერნეტ ჟურნალ "ამბინოისა" და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის მიერაა ორგანიზებული.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სტამბულის არქივებში დაცული ოსმალი ქართველების მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები და ხელნაწერები.
გამოფენა 20 მარტამდე გაგრძელდება.