იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ მოქალაქეთა მომსახურების სიახლეებთან დაკავშირეებით პრესკონფერენცია გამართა.
`ახალ, 2010 წელს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო სიახლეებით იწყებს, რომელიც, როგორც ყოველთვის, მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებაზეა ორინტირებული. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის მიღებაზე ტერიტორიული შეზღუდვა მოიხსნა~, - განაცხადა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ
`სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ~ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში (განცხადების, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემდეგ) მიიღონ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობები (დაბადების, ქორწინების, განქორწინების და ა.შ.).
ადრე მოქმედი წესის თანახმად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის მისაღებად მოქალაქეს უნდა მიემართა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს იმ ტერიტორიულ სამსახურის ან არქივისათვის, სადაც ინახებოდა სამოქალაქო აქტის ჩანაწერი.
მასალის გამოყენების პირობები