10 მარტს, 19:00 საათზე (თბილისის დროით) ლუდის ბარებში: „ანგარი" და „სკარლეტ სეილს" (შესაბამისად მის: შავთელის ქ. #20 და ლესელიძის ქ. #25) ნატახტარის ორგანიზებით გაიმართება საქართველოს ნაკრების ევროპის ერთა თასის მეოთხე შერკინების ერთობლივი ყურება. ერთმანეთს ხვდებიან საქართველოსა და რუმინეთის ეროვნული ნაკრებები. ღონისძიებას, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ქართველი გულშემატკივრები და სპორტის ქომაგები დაესწრებიან.
თამაშის დაწყებამდე და შესვენებისას, სტუმრებისთვის გაიმართება სხვადასხვა ტიპის გასართობი ღონისძიებები. ამასთან, ჩატარდება შეჯიბრი ლუდის სმაში, რომლის გამარჯვებულებიც ნატახტარის მიერ დაწესებულ პრიზს მიიღებენ. ნატახტარისა და ეროვნული ნაკრების სიმბოლიკით გაფორმებული სპეციალური მაისურები კი ყველაზე აქტიურ ქომაგებს დაურიგდებათ.