ახლადდაგებული გზის საფარის სიგრძე სამ კილომეტს აღწევს. აღნიშნული მონაკვეთი წლების განმავლობაში დაზიანებული იყო, რის გამოც მოსახლეობა შეფერხებით გადაადგილდებოდა.
ახლადგახსნილი გზა დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა. ლევან ვარშალომიძემ მდინარე ჩაქვის წყალზე მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოებიც მოინახულა. ჯებირის რეაბილიტაციისთვის 170 ათასი ლარია გამოყოფილი. აღდგენილმა კონსტრუქციებმა მოსახლეობა მოსალოდნელი წყალდიდობისგან უნდა დაიცვას.