ესპანეთის სამეფო თასის ფინალი 25 მაისს "ვისენტე კალდერონზე" გაიმართება. AS-ის ცნობით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ საბოლოო გადაწყვეტილება დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ეს არენა მადრიდის "ატლეტიკოს" საკუთრებაა და 54960 გულშემატკივარს იტევს. სტადიონი 1962 წლის 2 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა, 1982 წელს კი მას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ესპანეთის სამეფო თასის ფინალში ერთმანეთს კატალონიის "ბარსელონა" და ბილბაოს "ატლეტიკი" დაუპირისპირდებიან.